Educational Portal
სარეგისტრაციო სისტემა
მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2023-2024 წლის სასწავლო წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის ცხადდება ორ ეტაპად:
- ადრეული/სტანდარტული რეგისტრაცია;
- გვიანეული რეგისტრაცია;
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ინგლისური ენის საბაზისო დონის, კომპიუტერული და ზოგადი უნარების ფლობა;
პროგრამაზე რეგისტრაციის პროცედურები:
▶ პროგრამით დაინტერესებული პირი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას, სადაც უთითებს პერსონალურ მონაცემებს, განათლების შესახებ ინფორმაციას, ტვირთავს მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს და ახორციელებს იდენტიფიკაციის პროცესს.
▶ სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ ინფორმაცია იგზავნება ადმინისტრაციულ დეპარტამენტში მონაცემების დამუშავებისა და გადამოწმების მიზნით;
▶ მონაცემების გადამოწმების შემდეგ განმცხადებელს ენიჭება აპლიკანტის სტატუსი;
▶ აპლიკანტისთვის სისტემური წვდომისა და სასწავლო ანგარიშების გასახსნელად ინფორმაცია იგზავნება ტექნიკურ გუნდთან;
▶ ტექნიკური გუნდის მიერ აპლიკანტს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილურ ნომერზე, სადაც მოცემული იქნება სასწავლო ელფოსტა (პორტალზე შესასვლელად) და პაროლი.
გაითვალისწინეთ, სასწავლო პორტალსა და სასწავლო ანგარიშებზე შესასვლელად უნდა გამოიყენოთ სასწავლო/კორპორატიული ელფოსტა და პაროლი, რომელსაც მიიღებთ შეტყობინების სახით.
▶ აპლიკანტი ვალდებულია შეამოწომოს სასწავლო პორტალის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული შეტყობინებები და მიჰყვეს “გზამკლევში” მოცემულ ინსტრუქციებსა და ნაბიჯებს.
▶ აპლიკანტს მოეთხოვება პროგრამაზე მისაღებად გაიაროს მისაღები პროცედურები:
❱ დაწეროს მისაღები გამოცდა, საგამოცდო ცენტრის დაკვირვების ქვეშ; მისაღებ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21 %-ია და მოქმედებს კონკურსის პრინციპი (სარეიტინგულო ქულა);
❱ დაფაროს ფინანსური დავალიანება; პროგრამის თითოეული სემესტრის სწავლის საფასური შეადგენს 750 ₾; თუ აპლიკანტი მისაღებ გამოცდაზე მიიღებს 81% -ზე მაღალ შეფასებას მაშინ ისარგებლებს 50 ₾-იანი შეღავათით;
შენიშვნა: სხვაგვარი შეღავათი არ არის გათვალისწინებული;
✎ პროგრამაზე აღდგენის სტატუსის შემთხვევაში მოქმედებს განსხვავებული ადმინისტრაციული პროცედურები. პერსონალური მონაცემების განახლებისთვის რეკომენდირებულია სარეგისტრაციო პროცედურების გავლა. სისტემური განახლების შემდეგ გამოგეგზავნებათ მომხამრებელი და პაროლი. სისტემაში შესვლის შემდეგ შეასრულეთ საინფორმაციო დაფაზე მოცემული ნაბიჯები.